თეა წულუკიანი ეხმიანება ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის მიერ გელათის ხარაჩოებზე ასვლას და ფოტომასალის გადაღებას. კულტურის მინისტრი მოუწოდებს ყველას, ხარაჩოებზე “არ იბოდიალონ”.
“მინდა, ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებთ ასეთ, ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის”,– თქვა წულუკინმა.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების ფაქტის გამო, გადაწყვიტეს, გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი.
“ამ გზით დაცულ უნდა იქნეს ძეგლი დამატებითი ზიანისაგან მანამ, სანამ კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე მუშაობს”,– აღნიშნავს სააგენტო.