“უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, 3-ჯერ შევხვდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ყოველ ჯერზე, შეხვედრაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიყავით, ვართ და ვიქნებით კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტები. იმავეს ადასტურებს ბატონი ელჩიც მისი განცხადებებში.

კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის რუსული ოცნება, კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი – ბორენკა.

მოვუწოდებ ყველას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს, შეფასებებს და მხოლოდ იმიტომ, რომ მედიაში გამოჩნდნენ, ამის გამო ივანიშვილისა და რუსული პარტიის პროპაგანდას, სიცრუის მანქანას საკვებს ნუ მისცემთ. მეტი პასუხისმგებლობა, გამჭრიახობა და სიფრთხილე გმართებთ. ნუ იქნებით მაშველი რგოლი პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდის.

არ მინდა ვიფიქრო, დავუშვა და დავიჯერო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან. ნება იბოძეთ, გამოდით და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი ოცნებაზე მიყიდვაში, მათ თამაშში დაგადანაშაულებთ”, 

ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას ეხმაურება.

ცნობისთვის, დღეს დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ.