თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე კაფე “ვერდესთან” გაზგასამართი სადგური “ეკოგაზი” აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანები. ადგილზე მივიდნენ პოლიცია და კრიმინალისტებიც.
დაზიანდა იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და ჩაიმსხვრა გარშემომდებარე კორპუსების ფანჯრები. თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქების ხმა ძალიან ძლიერი იყო, რასაც ხანძარი მოჰყვა. გარშემო კორპუსებში კი სადარბაზოები სერიოზულად დაკვამლიანდა. აფეთქების შედეგად სავარაუდოდ დაშავებულია ერთი ადამიანი. სავარაუდოდ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.