2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია.ამის შესახებ ინფორმაციას შსს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
“ოდესაში მაშველებმა DSNS-მ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაასრულეს. რუსული თავდასხმის შედეგად სულ 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 5 ბავშვი…
ამ ტერაქტის ყველაზე პატარა მსხვერპლი, ბიჭი ტიმოთი, მხოლოდ 4 თვის იყო. მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, იყო მსხვერპლის გვერდით. დონეცკის კურახოვში ბავშვებიც დაშავდნენ. დღეს შუადღისას, ოკუპანტებმა ხუთსართულიან კორპუსს საჰაერო ბომბით შეუტიეს. ამ დროისთვის ცნობილია 16 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვი – 2006 და 2009 წელს დაბადებულები. დაზიანდა ათზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი.
სანამ ფრონტზე ოკუპანტებს ვურტყამთ, ისინი აგრძელებენ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ისინი ებრძვიან ბავშვებს. ამ დარტყმებზე პასუხი აუცილებლად იქნება. და საერთაშორისო სასამართლოებსა და ბრძოლის ველზე.” – წერია განცხადებაში.