უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ლავასოღლი უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა, აეროპორტში შემოწმებისას კი არ ჰქონდა საბუთები, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს.
მათი ინფორმაციით, მესაზღვრეები გორაძის უკან, მინსკში დაბრუნებას აპირებდნენ, თუმცა ის თვითდაზიანების მიყენებით დაიმუქრა. ლავასოღლი კვლავ ოდესის აეროპორტში იმყოფება
ლავასოღლის ბელარუსში 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 2020 წლის 3 აგვისტოს ამოეწურა, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში 2018 წლის ივლისში, დაუსწრებლად შეუფარდა.