უკრინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქის მერი მოკლეს. ამის შესახებ მან Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. მათ ზოგი მოკლეს. ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან”,– თქვა ზელენსკიმ.
მისივე შეფასებით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენეს.