სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
“ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”- ნათქვამია განცხადებაში.