ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს – პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს.

“ფრონტზე ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეძლებს შეცვალოს რუსეთის სტრატეგიული მარცხი და მთლიანად ომის მიმდინარეობა”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. მისი თქმით დონბასში სასტიკი ბრძოლები გაგრძელდება და ამას ორივე მხარის წარმატებები და მარცხი მოჰყვება.

“რუსეთის ნებისმიერი შემდგომი წარმატება, თუნდაც სამხედრო პერსონალის და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ვერასოდეს შეცვლის ამ ომის მიმდინარეობას. ვერც ერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეაჩერებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები შეხვდნენ ამ ომის პირველივე დღეებიდან და სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელიც მხოლოდ უკრაინის ეფექტური კონტრშეტევის შედეგად გამწვავდა”, – განაცხადა პრაისმა.