შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი რუსმა ოკუპანტებმა ფოსფორის ბომბებით დაბომბეს. ამის ამსახველ ვიდეოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ავრცელებს.
“რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა არც კი ემორჩილება საკუთარ განცხადებებს “კეთილი ნების ჟესტის” შესახებ. დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების წყვილმა Су-30-მა ბელბეკის აეროდრომიდან ორჯერ დაბომბა კუნძული ზმეინი ფოსფორის ბომბები, სადაც, სავარაუდოდ, “შეასრულეს დასახული ამოცანები”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.