კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 14:40

ოკუპანტებმა მარიუპოლის საავადმყოფო აიღეს და 400 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს – ვერეშჩუკი

“ოკუპანტებმა მარიუპოლის საავადმყოფო აიღეს და 400 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს ” – ამის შესახებ, უკრაინის ვიცე პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა.

“რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა. ამასთან აქტიურად იბომბება ის დასახლებული პუნქტები და თავშეყრის ადგილები საიდანაც მოქალაქეებს ევაკუაცია ხდება. გუშინ ოკუპანტებმა მარიუპოლში, საავადმყოფო აიღეს და 400 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს. მათ შორის ექიმები და პაციენტები და ამ ეტაპზე საავადმყოფოს შენობიდან ინტენსიურ სროლებს ახორციელებენ. დღეს ჩვენი გუნდი ახალი ჰუმანიტარული მარშრუტების შემუშავებას აგრძელებს”, – ამბობს ირინა ვერეშჩუკი.