ოკუპანტებმა უკრაინაზე 3 ბალისტიკური რაკეტით და 133 დრონით იერიში მიიტანა

გასულ ღამეს,  რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაზე 133 უპილოტო საფრენი აპარატითა და ისკანდერის ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. უკრაინულმა მხარემ 98 დრონი გააბადგურა, ხოლო 20-მა დრონმა მიზანს ვერ მიაღწია. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

“11 მარტს მტერმა ოდესასა და კრივოი როგზე Искандер-ის ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით, ასევე სხვადასხვა 133 დარტყმითი, მათ შორის Shahed-ის ტიპის უპილოტო აპარატებით მიიტანა იერიში. თავდასხმა განხორცილდა ორელის, შატალოვოს, მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის და დროებით ოკუპირებული ყირიმის მიმართულებებიდან. შეტევა მოვიგერიეთ შემდეგ რეგიონებში: ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ვინნიცის, ტერნოპოლის, როვნოს, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ხერსონის ოლქებში. მტრის 20 იმიტაციური დრონი ლოკაციურად დაიკარგა, რასაც უარყოფით შედეგებს არ გამოუწვევია” – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის და კიევის ოლქები.