ოკუპანტმა კიევის ოლქში კაცი მოკლა და მისი ცოლი გააუპატიურა

კიევის პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო, რომელმაც კიევის ოლქში, ბროვარის რაიონის ერთ-ერთ სოფელში უკრაინელი კაცი მოკლა, შემდეგ კი მთვრალმა მისი ცოლი გააუპატიურა.

უწყების ცნობით, ოკუპანტმა არაერთხელ ჩაიდინა სექსუალური დანაშაული, გარდა ამისა, ის 34 წლის ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ძალადობით ემუქრებოდა.

სამძებრო სამუშაოების დროს პოლიციამ მოძალადის ვინაობა დაადგინა.

“ოპერატიული ინფორმაციით, ნაგავი გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა, თუმცა, ამ ინფორმაციის დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად აუცილებელია საპროცესო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელი გოგონას დამცინავი ურჩხული არ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალია.

სწორედ ამიტომ, მოძალადე ახლა დაუსწრებლად გამოცხადდა ომის კანონებისა და წესების დარღვევის ბრალდებით და სამართალდამცავებმა სარჩელი შეიტანეს ომის დამნაშავეების დაკავების თაობაზე. ნაძირალას ინტერპოლიც ეძებს. სადაც არ უნდა იყოს ბოროტმოქმედი, ის უკრაინაში სასამართლოს წინაშე წარსდგება და დაისჯება. ამ საშინელი დანაშაულისთვის რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა ემუქრება”,– აცხადებს კიევის პოლიცია.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ქალი და ბავშვი უსაფრთხოდ არიან, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.