მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან.
„დღეს არის ძალიან მძიმე დღე. ჩვენ ვიხსენებთ 12 წლის წინანდელ მოვლენებს, რამაც საბოლოოდ შედეგად მოგვცა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ეს იყო ძალიან მძიმე ქმედებების შედეგი, მე ვიტყოდი – ღალატის შედეგი.
ჩვენ გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაშინ და მე ვიტყოდი, რომ ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამათთან დაკავშირებით ჰააგიდან. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა“, – განაცხადა კობახიძემ.