კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 08:22

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – საოკუპაციო რეჟიმი

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით,  ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ პირველ გალში საქართველოს მოქალაქე 59 წლის ვახტანგ სონღულია დააკავეს.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ვახტანტ სონღულიას სახლში 23 ვაზნა და ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

მისი საქმე ტყვარჩელის ე.წ. პროკურატურას გადასცეს.