ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო დღეღამეში კიდევ ხუთი ადამიანი დაინფიცირდა. შედეგად ინფიცირებულთა რიცხვმა ცხინვალში 22–ს მიაღწია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დე-ფაქტო რეჟიმის სანიტარულ სამსახურში განუცხადეს.
ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, დაავადებულები ინფექციურ კლინიკაში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
22 დაინფიცირებულიდან 14 რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტია, ერთი სამხედრო მოსამსახურე, 7 კი სამოქალაქო პირი. ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში კარანტინის რეჟიმში 500-მდე ადამიანია.