ოკუპირებული ყირიმი უწყლოდ იქნება მომდევნო 5-10 წელი – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დროებით ოკუპირებული ნახევარკუნძულის წყალმომარაგება ფიზიკურად შეუძლებელი გახდება.

“რუსებმა კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებით, ყირიმი უწყლოდ დატოვეს.[…]შეუძლებელი იქნება ყირიმისთვის წყლის მიწოდება მომდევნო სამი, ხუთი, ათი წლის განმავლობაში, სანამ ეს კაშხალი არ აშენდება“ – ამბობს დანილოვი.