ოლსენი იმყოფებოდა საქართველოში თუმცა ვერ შეხვდა ქალაქის მერს, იმედი მაქვს, შემდეგში შეხვდებიან – აცხადებს, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თბილისის მერის, კახი კალაძის მიერ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსენის შესახებ კომენტარზე.
“ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა თავისი სიტყვები, მაგრამ მე დავამატებ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრემიერმინისტრს, პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაზე ის მოახერხებს და შეძლებენ შეხვედრას, განიხილავენ სხვადასხვა საკითხს და შეძლებენ თანამშრომლობას.” – ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.