ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს არასწორი, ან არასრული ინფორმაცია მიაწოდა – ოხანაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველისგან ითხოვს, გამოაქვეყნოს ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი კითხვები, რათა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებზე დასკვნები.

ოხანაშვილის აზრით, შინაარსობრივად არასწორი, ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, რაც დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით.

“მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი თანამდებობის პირთა არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს რეგლამენტში. დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს”. – თქვა ოხანაშვილმა ბრიფინგზე.