ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეუშვებს, ოღონდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში არ შეუშვებს.
“ომბუდსმენი ჩამობრძანდეს, შევხვდეთ წინასწარ, შევთანხმდეთ წინასწარ, შევთანხმდეთ რაღაცა წესებზე, შემდეგ შევიდეს ერთად. ჯერ შევიდეთ ისე, კამერების გარეშე, მერე გამობრძანდეს ომბუდსმენი, მოითხოვოს კამერები და შევიდეთ კამერებთან ერთად. ეს არის შემოთავაზება. ორი გზა არის, ერთი არის რომ ჩვენ მოვილაპარაკოთ და მეორეა, რომ არ მოვილაპარაკოთ და სასამარლომ მიიღოს გადაწყვეტილება ომბუდსმენის შესვლის შესახებ.”,– ამბობს მეუფე ფორმულას ეთერში.
სასულიერო პირის თქმით, ომბუდსმენმა უნდა შეუთანხმოს, რა შეკითხები დაუსვას ბავშვებს, რადგან ის “ამორალურ” შეკითხვებს სვამს.