“ომი დამთავრდება, მშვიდობის გეშინოდეს ამ სიტუაციაშია გახარია“–გია ხუხაშვილი

ფორმაულას ეთერში  ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემდეგ, ხელისუფლებას სხვა პრობლემებთან გამკლავება მოუხდება.

ხუხაშვილის თქმით, ახლა პრემიერ გიორგი გახარიას აქვს შანსი, რომ გამოიჩინოს თავი და არჩევნებზე სასურველი შედეგი მიიღოს.

„ადამიანის ბუნება ასეთია, როდესაც აქვს სიკვდილის შიში, მას აქვს ლოიალური დამოკიდებულება ვისზეც მისი სიცოცხლის გადარჩენაა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაზე. თუმცა, როგორც კი სიკვდილის შიში გადაივლის და წინა პლანზე წამოვა შიმშილის შიში, ამ დროს ხალხი ხდება აგრესიული.

ხელისუფლებას არ უნდა ქონდეს იმედი, რომ ხალხთან თაფლობის თვე დიდხანს გაგრძელდება. როგორც კი კორონავირუსი დამთავრდება, დაიწყება პრობლემები. თუ ისინი ვერ გამოიჩენენ ეფექტურობას, არავის გაახსენდება რა და როგორ იყო. ომი დამთავრდება, მშვიდობის გეშინოდეს, ამ სიტუაციაშია გახარია. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. უნდა ვიცოდეთ, რომ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი გახარიაა. ჩვენ გვაქვს ძველი კითხვები, გაჩნდება ახალი კითხვებიც და ამ ყველაფერს პასუხი არჩევნებზე გაეცემა. გახარიას მცირე, მაგრამ შანსი აქვს, ივანიშვილს შანსი აღარ აქვს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.