“რუსულმა აგრესიამ ამოწურა თავი ბრძოლის ველზე. დღეს არის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის 522-ე დღე, რომელზეც რუსეთის ხელმძღვანელობას ეგონა, რომ 1-2 კვირა გაგრძელდებოდა. უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს. ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია. მომავალ ზამთარს რუსეთს კვლავ შეუძლია უკრაინის ენერგეტიკის სექტორისა და კრიტიკული ობიექტების მიზანში ამოღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა, ზაფხულში და სექტემბერში, მაქსიმალურად აქტიური იყოს ყველაფერში, რაც უნდა გაკეთდეს ზამთრის დადგომამდე.”
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მას შემდეგ ისაუბრა, რაც მოსკოვში 50-სართულიან კომპლექსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა და აფეთქდა.