ომის შედეგად უკრაინაში მინიმუმ 5 მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტატიანა ბერეჟნაიამ პოლონურ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე .
“ომი ანადგურებს უკრაინის შრომის ბაზარს. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება იქ, სადაც 10 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული”, – თქვა ბერეჟნაიამ.
მისი თქმით, ომის გამო უკრაინა 7 მილიონმა ადამიანმა დატოვა. კერძოდ, დროებითი დაცვის პროგრამის ფარგლებში ახლა პოლონეთში 1,5 მილიონი უკრაინელი იმყოფება.
ერთი დღით ადრე, უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის, ДТЭК -ის ხელმძღვანელმა, მაქსიმ ტიმჩენკომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელებმა უნდა განიხილონ უკრაინის დატოვება ენერგოსისტემაზე ტვირთის შესამცირებლად.