“ამჟამად რუსეთი განიხილავს განსხვავებულ სცენარს მომდევნო რამდენიმე წლისთვის. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია შეჩერდება და ომის პროცესი ადგილზე გაიყინება, მაშინ ახალი კრიტიკული მომენტი დადგება – 2028 წელი.
თუ რუსეთს ახლა ადაპტაციის უფლებას მივცემთ, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ ჩამოვართვით, შედეგად რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი ექსპანსიონისტური ამბიციების ყურადღების ცენტრია. გარდა უკრაინისა, ეს ნამდვილად არის ბალტიისპირეთის ქვეყნები და ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზე ბევრი რუსია.ეს ინფორმაცია არის ცალსახად სიმართლე, შესაბამისად გაფრთხილებთ ამის შესახებ”.
განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.