“არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება [ომი] დასრულდეს.

პირველი არის რუსეთის სამ ან მეტ ნაწილად დაყოფა. და მეორე არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის შედარებითი დაცვა ქვეყნის ხელმძღვანელობის ცვლილების შემთხვევაში. ამ უკანასკნელის დროს, ახალი ლიდერი იტყვის, რომ რუსეთის ფედერაციას არავითარი კავშირი არ აქვს ყველა ამ პროცესთან, ის იყო ავადმყოფი დიქტატორი და ქვეყანა არაფერ შუაშია. ამ შემთხვევაში, რუსეთი დათმობს მის მიერ ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას – იაპონიის კუნძულებიდან დაწყებული კოენიგსბერგამდე [ახლანდელი კალინინგრადი], რომელიც ეკუთვნის გერმანიას.

ეს არის ორი გზა. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა უმეტესობამ ეს იცის. სწორედ ამიტომ არის დასავლურ სამყაროსთან დიალოგის ამდენი მცდელობა, მიუხედავად ოფიციალური რიტორიკისა, რომელსაც ყველა იყენებს. მაგრამ არაოფიციალური სულ სხვაა: მათ ეშინიათ ქონების დაკარგვის. და მათ ესმით, როგორ დასრულდება ეს მათთვის ძალიან სწრაფად.

პუტინისთვის გაქცევის გზის დატოვება ერთი სტრატეგიაა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. ის არის ომის დამნაშავე მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის მისი დასასრული, მან თავი ჩიხში მოიქცია”

განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა NV-სთან ინტერვიუში.