უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
“რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების ქმედებებისთვის, ჟენევის კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა განუზომელ ფასს იხდის – მისი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. დაჟინებით ვთხოვ ნატო-ს ქვეყნებს, დაეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებას – დახურეთ ცა უკრაინის თავზე”, – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.