“სისულელე იქნება ჩემი მხრიდან რომ ვთქვა, 100%-იანი კონტროლდება ყველა შემოსული მოქალაქე-მეთქი. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ამის გაკეთება. 2020-სა 2021-ში თითქმის დაკეტილი იყო საზღვრები და რუსეთიდან კი არა, არცერთი ქვეყნიდან არ შემოდიოდნენ, თუ სპეციალურად მოწვეული სტუმარი არ იყო ქვეყანაში პანდემიიდან გამომდინარე.
ვადარებთ 2019 წლის იგივე დროს. ომის დაწყებიდან, 24-დან 21 დღე რაც გავიდა, შემოსულია რუსეთის 30 439 მოქალაქე და გასულია, გუშინდელი მონაცემებით, 17 801 ადამიანი. იგივე პერიოდში, 2019 წელს, შემოსულია 64 008 ადამიანი და გასულია 63 097. დღეს, დაახლოებით, 12 000 ადამიანი არ გასულა, ვინც შემოვიდა. ალბათ, გავლენ – გუდაურში არიან, ბაკურიანში, ზოგი თბილისშია…
ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან მატებაა – 15 777 შემოსულია ომიდან გუშინდელ დღემდე, როცა 2019 წლის ანალოგიურ დროს 1 678 კაცია შემოსული. თითქმის, 10-ჯერ მეტია შემოსული, განსხვავებით რუსეთის მოქალაქეებისგან”
განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.