რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 13 ბავშვია, ხოლო დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 400-ს აღწევს. ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ავრცელებს.
OHCHR-ის სპიკერმა განაცხადა, რომ დაზარალებულთაგან 253 დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში იყო. თუმცა მისი განცხადებით, რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია.