დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში უკრაინასა და რუსეთს შორის სიტუაციის დარეგულირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ დიპლომატიური გზით ომის დასრულება “იოლი გზა” არ არის. მის კომენტარს Sky News ავრცელებს.
ჯონსონის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინაში პუტინი დამარცხდეს.
“ვშიშობ, რომ ახლა არ არსებობს მარტივი გზა დიპლომატიური ან მოლაპარაკების გზით გამოსავლის პოვნის. ვიცი, რომ წარმომადგენელთა პალატა დიპლომატიურ ვარიანტს ამჯობინებს. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან რთული იქნება. ახლა ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინი დამარცხდეს და მარცხი”,– თქვა მან.
ჯონსონი ასევე დაეთანხმა კონსერვატ დეპუტატს, რომელმაც მას უთხრა, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის იარაღის მიცემა.
Reuters-ის ცნობით, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას არტილერიას მიაწვდის.