“არ არსებობს იმის შანსი, რომ მხარეებმა ტერიტორიულ შეთანხმებას მიაღწიონ. თუნდაც პუტინმა რომ შესთავაზოს ეს და მას ენდოთ. ეს ასე არ მოხდება. ვინაიდან ომი მხოლოდ ერთი გზით შეიძლება დასრულდეს, საკითხავია ის, თუ რამდენად სწრაფად მივდივართ ამ გარდაუვალ დასკვნამდე.
ეს ყველას ინტერესშია, მათ შორის რუსეთის, რომ პუტინის წარუმატებლობის ფარდა რაც შეიძლება მალე დაეშვას. არა 2025 წელს, არა 2024 წელს, არამედ 2023 წელს. [..] რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს თავის უაზრო თავდასხმებს პუტინი, მით უფრო დაზიანდება გლობალური ეკონომიკა. ჩვენ მართლა ვაპირებთ ველოდოთ და დავუშვათ ეს ყველაფერი მანამ, სანამ ბატონი პუტინი თავის ბერკეტებს არ დაიბრუნებს?
დროა, სასწრაფოდ გადაიხედოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს, რათა უკრაინელებს სამხედრო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს – ეს არის ერთადერთი დამაჯერებელი რამ, საიდანაც მომავალზე საუბრის დაწყებაა შესაძლებელი”.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ომის მალე დასრულება ყველას ინტერესშია, მათ შორის რუსეთის. მისი თქმით, მომავალი ზამთარი შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს, რადგან გაზის მიწოდება მცირდება იმ ქვეყნებში, რომლებიც აქამდე რუსულ ენერგორესურსზე იყვნენ დამოკიდებული.