ომისგან თავის დასაღწევად რუსი ჯარისკაცები მზად არიან, თავი დაისახიჩრონ – უკრაინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ომისგან თავის დასაღწევად რუსი ოკუპანტები მზად არიან, თავი დაისახიჩრონ.

უწყების ცნობით, ამას ადასტურებს რუსი ოკუპანტების სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან რუსეთში. სუს-ის განცხადებით, რუსი სამხედროების უმრავლესობისთვის ეს “სპეციალური ოპერაცია“ ჯოჯოხეთად გადაიქცა და ერთადერთი, რაზეც დამპყრობლები ოცნებობენ, ცოცხლად დარჩენაა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ ოკუპანტთან სატელეფონო საუბრისას მისი დედა გაღიზიანებული იყო, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულების არც ერთი პირობა არ შეასრულა, ამიტომ მოუწოდა თავის შვილს, უკრაინიდან დაბრუნებისთანავე შეწყვიტოს ხელშეკრულება.