“ომს გამართლება არ აქვს!“–მაქსიმ გალკინი

უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკვე მოჰყვა უარყოფითი რეაქციები თავად რუსეთის მოქალაქეებისგან. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. რუსი მსახიობი, პაროდისტი და ტელეწამყვანი, მაქსიმ გალკინი ინსტაგრამზე წერს:

“დილიდან კავშირზე ვარ ახლობლებთან და მეგობრებთან უკრაინაში! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ! როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო! ომს გამართლება არ აქვს! არა ომს!“