“საათობით შემიძლია ვისაუბრო ზემო რაჭაზე, ონის მუნიციპალიტეტზე, იმ სილამაზეზე, რომელიც ფეხით რამდენჯერმე მაქვს მოვლილი, თუმცა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს და საკითხს აუცილებლად ვახსენებ.

ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია სწორედ აქედან მოდის. სოფხიდურას და რიონის შესართავთან ნაპოვნია წარმოუდგენელი არტეფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ ძველ წელთაღრიცხვამდე, ათასწლეულების წინ, ეგვიპტესთან იყო პირდაპირი ვაჭრობა. მხოლოდ აქ და ეგვიპტეშია ნაპოვნი ისეთი შენადნობები, რომელსაც სხვაგან ანალოგი არ აქვს, რაც ადასტურებს, თუ რამდენად დიდი და ძლიერი იყო ეს კუთხე და რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის, ვაჭრობაში ამ ულამაზეს რეგიონს”

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ონის მერობის კანდიდატის წარდგენაზე.