„რეკომენდაციის შესრულება ის კი არ არის, რომ 5 ცარიელი სკამი 5 ადამიანით ფორმალურად შეივსოს, რეკომენდაცია გულისხმობს კეთილსინდისიერი და პრინციპული ადამიანებით, გამჭვირვალე პროცესით შეირჩეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. „ქართული ოცნება” არღვევს რეკომენდაციას და მოითხოვს ოპოზიციაც ჩაერთოს რეკომენდაციის დარღვევაში. ჩვენ არ ვაპირებთ ამას. “ქართულმა ოცნებამ” რეკომენდაცია არ შეასრულა, დაარღვია და თავად აიღოს პასუხისმგებლობა დარღვეულ რეკომენდაციაზე. ოპოზიცია არ შეჰყვება მას დარღვეული რეკომენდაციის გათეთრების საქმეში,”
ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.