ოპოზიცია არის ის, ვინც მერობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა – ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ისაა, ვინც თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა.

მისივე თქმით, უნდოდა უფრო დიდი ოპოზიციური გაერთიანება ენახა, თუმცა დღეს ეს ერთადერთი ალტერნატივაა.

“დღეს ოპოზიცია არის ის გაერთიანებული ოპოზიცია, რომელმაც წარადგინა ქალაქის [თბილისის] მერის კანდიდატად ნიკა მელია. ვიღაცას უფრო უკეთესი უნდოდა არჩევნები, თუ არ უნდოდა უფრო უკეთესი ოპოზიციის მხრიდან ენახა, ვთქვათ, უფრო გაერთიანებული, — მე, მაგალითად, მინდოდა, რომ კიდევ უფრო დიდი გაერთიანება მენახა — მაგრამ, ასეთი გაერთიანება ვნახეთ თუ ისეთი, დღეს არის ერთადერთი ალტერნატივა, სხვა ოპოზიცია დღეს გამოკვეთილად არ ჩანს”, — განაცხადა თაკო ჩარკვიანმა TV პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდიტად წარადგინა ელენე ხოშტარიას “დროამ”, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ. მათ მაჟორიტარობის კანდიდატებიც საერთო ჰყავთ.

“ლელო” საკუთარი კანდიდატის დასახელებას ხვალ აპირებს. თავისი კანდიდატი ეყოლება გიორგი გახარიას პარტიასაც. თვის ბოლოს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს სავარაუდოდ სტრატეგია აღმაშენებელიც.