სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გასაგრძელებად მზად არის, რისთვისაც ევროკავშირს მიმართავენ.
“ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ უახლოეს დღეებში ჩვენ მეგობრებს ევროკავშირიდან და გამოვხატავთ მზაობას, სურვილს, რომ თუ იქნება მზაობა და სურვილი ევროკავშირის მხრიდან მედიაციის გაგრძელების, ჩვენ კვლავ მზად ვართ და გახსნილები ვართ მოლაპარაკებებისთვის, კონსულტაციებისთვის.
ამ კვირაში იგეგმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაძლიერდება წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გამოხატავენ სურვილის მედიაციის გაგრძელების, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თანახმა ვართ და მზად ვართ ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.