„ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ იცის სად უყალბებს მათ ბიძინა არჩევნებს და ჰგონიათ მარტო არჩევნების დღეს ხდება. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა და ბიძინას “გაპრავება” ახლა კომფორტია იმასთან შედარებით, რომ ძლიერი წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა იყოს ამ ქვეყანაში, უნდა ვმუშაობდეთ, რათა წინააღმდეგობრივი მოძრაობა გაიზარდოს. ამ პირობებში, როდესაც ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ბიძინამ თბილისი დათმოს. თბილისს თმობს? ფაქტობრივად ამბობს, რომ მე მივდივარ. თბილისშია ყველაზე დიდი საპროტესტო მუხტი. ის ყველაფერს იზამს, უფრო მეტ რესურს გამოიყენებს, რომ თბილისი ოპოზიციას წაართვას, თბილისი ოპოზიციური არ იყოს.

თუ გინდა რეჟიმს მოუგო, უნდა ააყირაო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო. ბიძინა ძლიერია თავის მოედანზე. ჩემი აზრით, ოპოზიციური პარტიები ახლა კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი იყოს, ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს. „ქართულ ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს საკუთარი ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით და “მარშუტკებით” უნდა დასჭირდეთ მიყვანა. ეს აჩვენებდა, რეალურად რამდენი არის „ქართული ოცნება“. არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმებულია“

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.