ოპოზიცია პარასკევს თბილისში 15:00 საათზ სამი ლოკაციიდან მსვლელობას გამართავს. როგორც ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი მეტრო ავლაბართან, სადგურის მოედანთან და უნივერსიტეტის მეტროსთან შეიკრიბებიან.
“პარასკევს 3 საათზე თბილისში 3 განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია გაიმართება. გელოდებით შემდეგ ადგილებზე: მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი; მეტრო ვაგზლის მოედანზე: მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია ლელო და მესამე ლოკაცია: მეტრო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში, სადაც მსვლელობას სათავეში ჩაუდგება გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა”, – თქვა მელიამ.