“ოპოზიცია, რომელიც რჩება პარლამენტს მიღმა, ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს” – ეს განცხადება, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ონლაინ დისკუსიისას განაცხადა, რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა.მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს ნება და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა საერთო ენა გამოინახოს.
„მსურს ყურადღება გავამახვილო ჩემი ინტერესის სფეროზე და ეს არის უსაფრთხოება და თავდაცვა და რა თქმა უნდა, საგრეო ურთიერთობები ამ კონტექსტში. მე ყოველთვის ვიყავი საქართველოსთან, რადგან მე მჯერა საქართველოსი, მჯერა საქართველოს მოსახლეობის, რადგან ჩვენ გვაქვს ურთიერთობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია, რომელიც გაძლიერდა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. საქართველოს აქვს საკმაო გამოცდილება, მათ შორის, ისტორიული გამოცდილება, რომ გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს. უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ფართო რეგიონში, ისევე როგორც კავკასიაში, არის სულ უფრო და უფრო რთული. ამასთან გასამკლავებლად საჭიროა პრობლემის იმ სახის გადაწყვეტა, რომელიც ვნახეთ მოლაპარაკებებისას და შეთანხმების მიღწევისას. ვიცი, რომ ეს რთული იყო, რადგან ვიცი მხარეების საწყისი პოზიციები, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელი იყო. მიუხედავად არსებული თუ მომავალი მთავრობისა, მიუხედავად არსებული თუ მომავალი ოპოზიციისა, საქართველო უნდა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს, სულ მცირე, სახელმწიფოს ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის, უნდა მიხვიდეთ შეთანხმებამდე და უნდა მოახდინოთ მისი იმპლემენტაცია.
მეტი სივრცეა საჭირო ოპოზიციისთვის, ოპოზიცია, რომელიც რჩება პარლამენტს მიღმა, მარტივად რომ ვთქვათ, ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს. ხელისუფლებამ უნდა გახადოს შესაძლებელი და ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს ნება, რომ გამოინახოს საერთო ენა, ეს აბსოლუტურად აუცილებელია,“-განაცხადა ანა ფოტიგამ.