იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას 60%–მდე მხარდაჭერა აქვს.
“ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევა, ასევე ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს აქვს 60 პროცენტამდე მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგად იციან ოპონენტებმაც”,– ამბობს წულუკიანი.
მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებზე დარღვევების შესახებ ცრუ ინფორმაციას გაავრცელებს.
„ეს არის რეალობა. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან ცრუ ინფორმაციების შექმნას, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვა და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახოციელოს გარკვეული ქმედებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.