ოპოზიციამ “ავლაბრის” მეტროდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყო – გზის მეორე მხარეს სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. აქციის მონაწილეები მსვლელობით ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. გზა ჩაკეტილი 2 საათით იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ”საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს”.