”ოპოზიციამ მოიძიოს საკუთარ თავში დიალოგისთვის საჭირო რესურსი ”- “ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს და მოიძიოს საკუთარ თავში ის რესურსი, რაც დიალოგისთვისაა საჭირო.
“რესურსი ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის და ღიათ ვართ, ჩვენმა ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რამდენად ფიქრობენ ისინი მომავალზე, რამდენად ფიქრობენ იმაზე რაც გვაერთიანებს, რამდენად ფიქრობენ იმაზე რომ დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას, ეს არის რუსეთი. ამიტომ დაუფიქრდნენ ამ საკითს და მოიძიონ საკუთარ თავში ის რესურსი, რომელიც საჭიროა დიალოგისთვის. აქ მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, როგორც ასეთი, არამედ შეთანხმება, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება სწორედ აქეთკენ იყო მოწოდებული”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.