ოპოზიციამ შესაძლოა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს

ოპოზიციამ პარლამენტს შესაძლოა სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს. ამის შესახებ ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ  სამომავლო გეგმებზე სასუბროდ პირველად შეიკრიბა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ასევე მსჯელობს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.

„ამაზე იყო მსჯელობა. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს აზრი, რომ ხელახლა ხომ არ შევიტანოთ ეს საკითხი. ამაზე მსჯელობა არ დასრულებულა. კიდევ არის ერთი ვარიანტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ რატომ არ უქმდება მანდატები. მოგეხსენებათ, ანტიკონსტიტუციურია ის, რაც ხდება. ამაზე იყო მსჯელობა, საბოლო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“,- აცხადებს ჩიხლაძე.