ოპოზიციას და მომლაპარაკებლებს შორის პრაქტიკულად მიღწეული იყო ურთიერთგაგება – ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა შეუძლია თქვას, რომ მომლაპარაკებლებთან ოპოზიციას პრაქტიკულად მიღწეული ჰქონდათ ურთიერთგაგება.

მანვე აღნიშნა, რომ არ იცის, რა მოხდა ქართულ ოცნების შეხვედრაზე.

“6–პუნქტიანი დოკუმენტი არის ჩვენი სამუშაო დოკუმენტი. ამ დოკუმენტის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა და პუნქტები არის გაშლილი კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებად, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პუნქტები შესრულდეს. დილის შეხვედრაზე ოპოზიციას და მომლაპარაკებლებს შორის პრაქტიკულად მიღწეული იყო ურთიერთგაგება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ეს შემიძლია გითხრა მეტი დეტალიზაციის გარეშე”,– ამბობს ბაქრაძე ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ დიალოგი ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება, თუმცა დანიელსონმა თბილისში კიდევ ერთი დღით დარჩენა გადაწყვიტა.