პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს – შევიდნენ პარლამენტში, ან იარონ მარგინალიზაციის გზით.
“ოპოზიციას დარჩა ორი არჩევანი: ერთი – მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს მასკარადი და ეს აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები. მეორე – თუ ისინი გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციულ პოლიტიკის გაგრძელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული”,– თქვა ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის აქციებზე მათი მხარდამჭერებიც არ დადიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი კატასტროფულ მდგომარეობაში არიან.