ოპოზიციას შეუძლია დატოვოს თავიანთი საყვარელი სისტემა, რომელსაც უფრთხილდებოდნენ – კობახიძე

,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერ, ირაკლი კობახიძე ამბობს, ოპოზიციას შეუძლია თავიანთ საყვარელ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭიროს, თუმცა მისი ჩავარდნის პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ.

მისივე თქმით,საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი პარტია მხარს დაუჭერს.

“საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია, ეს მათი გადასწყვეტია. მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, ჯერ როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში შევარდნაძის დროს, როდესაც მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს მათი არჩევანია. თუ მათი არჩევანის საფუძველზე ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ჩვენი სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს”, — განაცხადა კობახიძემ.

მისივე ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე სამი მოსმენით ივნისის ბოლოს გავა.