ოპოზიციიდან ლანჩხუთის მერობის კანდიდატი უფლებადამცველი, “ტრიბუნას” წევრი ლი მუხაშავრია იქნება. დღეს მუხაშავრიამ ამომრჩევლებს საკუთარი გეგმები გააცნო.
ის ამომრჩეველს ინსფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, მათ შორის ინტერნეტით უზრუნველყოფას ჰპირდება.
“ძალიან მინდა ამ ქალაქს შეეტყოს ოდნავ მაინც განსხვავებული მართვის სტილი და პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, როდესაც მერი იქნება ქალი დ ის იქნება ამ ქალაქის გულშემატკივარი და შეეცდება ამ ქალაქში ცხოვრება ასატანი და უკეთესი გახდეს”, – ამბობს მუხაშავრია.
“ქართული ოცნების” კანდიდატი ლანჩხუთში მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილია.