“ანტირუსულ კამპანიას გვთავაზობს რუსული ფულის კმაყოფაზე მყოფი ელენე ხოშტარია, ოპოზიციის გამარჯვების გარანტიად კი შარვალჩახდილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წარმოგვიდგება. ფაქტობრივად, ეს უკვე მათი გაერთიანების დიაგნოზია. ძალიან ვწუხვარ, რომ სამში ერთი გამოაკლდათ, ვგულისხმობ გიორგი ვაშაძეს და ახლა უკვე, დუეტში აპირებენ, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვონ. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ამ ადამიანების ამრჩევი უმრავლესობა არ ჰყავს”.
ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი დროასა და გირჩი-მეტი თავისუფლების საარჩევნო გაერთიანებას გამოეხმაურა.