არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების კვლევით, ოპოზიციის წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის სამი „ფეისბუქ“ გვერდის: „არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ უკან ია მეტრეველის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას.
ორგანიზაციის ცნობით, 7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკა სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დავასრულოთ“ დარეგისტრირდა. 12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “„დასრულებაა“.
ISFED-ის განცხადებით, 22 სექტემბრიდან „ფეისბუქ“ გვერდების „არქივი • Archive“-ის, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ დასპონსორებული პოსტების შესაბამისი დეკლარირების ველში თანხის გადამხდელად ორგანიზაცია „დავასრულოთ“ მიეთითა, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციად ამავე ორგანიზაციის მისამართი და სატელეფონო ნომერი განთავსდა.
გვერდებმა ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აქტიური მადისკრედიტირებელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კამპანია შექმნისთანავე წამოიწყო.
მათი მუშაობა საზოგადოებრივი აზრის ორი მიმართულებით ჩამოყალიბებას ემსახურება:
1. წინა ხელისუფლებაში მყოფი ყველა პოლიტიკოსი წარმოჩნდეს როგორც „რეჟიმის“ წარმომადგენელი და წაიშალოს ზღვარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს/ლიდერებს შორის, რომლებიც ამჟამად აღარ წარმოადგენენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“;
2. ის პარტიები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში იყვნენ და ამჟამად ამა თუ იმ ფორმით თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებულ, ორპირ და უპრინციპო პოლიტიკოსებად წარმოჩინდნენ. ამ მიზნით ხშირად ქვეყნდება მანიპულაციური ვიდეო მასალები სადაც, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, პოლიტიკოსების წარსულში და აწმყოში გაკეთებული განცხადებების კონტრასტია ნაჩვენები. Kaipkada.lt SEO paslaugos – reklama internete
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ორგანიზაციის „დავასრულოთ“ გამგეობის წევრები – იოსებ მანჯავიძე, ია მეტრეველი, გიორგი იაკობაშვილი და როზეტა ჯღამაია არიან. როზეტა ჯღამაია ორგანიზაციის დირექტორის პოზიციასაც იკავებს. როზეტა ჯღამაია და გიორგი იაკობაშვილი ხელმძღვანელობენ საინფორმაციო სააგენტო For.ge-ისაც, რომელიც ა(ა)იპ „კავშირი პრესა – საქართველოს“ სახელით არის რეგისტრირებული.