“ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მოსალოდნელი”- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის მხრიდან კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელის არ მოწერის ფაქტს. ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ოპოზიციის უარი ალოგიკურია, მაგრამ ალბათ, მოსალოდნელი მაინც იყო, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან, სამწუხაროდ, ოპოზიცია ხშირად დგამს ხოლმე ალოგიკურ ნაბიჯებს. თავისთავად ეს რიტორიკაც წინააღმდეგობრივია. როდესაც ერთი მხრივ საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, ეს ხელმოწერა არის დასავლეთიდან, ვაშინგტონიდან ზეწოლის შედეგი. მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ მაინც არ აწერენ ხელს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა. ეს მტკიცება და ლოგიკა, თავისთავად, არის წინააღმდეგობრივი”.- განაცხადა კობახიძემ.