“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს პუნქტები იქნას შესრულებული. როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და გამოვთქვით მზაობა და გუშინაც იქნა პრემიერის მხრიდან გაჟღერებული მესიჯები ამასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ იმისთვის რომ კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი და ოპოზიციას ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეს. თუმცა რას ვისმენთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში? რიგგარეშე არჩევნებს, ისევ პოლარიზაცია, ისევ რადიკალიზაცია – უბრალოდ შეუძლებელია ამ ადამიანებთან ამ ფორმით თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს მზაობა…
პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ ეს დათქმები რაც იყო, იქნას შესრულებული. ამასთანავე გაკეთებული იქნა განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ამაში ჩართული უნდა იყოს ასევე პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს, თუმცა ყველაზე არ არის აქ საუბარი.”
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.